Job Openings პრობლემური სესხის ოფიცერი (WOF) ქობულეთში

About the job პრობლემური სესხის ოფიცერი (WOF) ქობულეთში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: პრობლემური სესხის ოფიცერი (WOF) ქობულეთში

სამუშაო ადგილი: ქობულეთი და ოზურგეთი

კრედო ბანკი 26 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 89 ფილიალით არის წარმოდგენილი. #გახდიკრედოელი

  • თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს;
  • პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას:

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად ჩამოწერილი პრობლემური სესხების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან/გარანტორებთან გასაუბრების ჩატარება;
  • ჩამოწერილი პრობლემური სესხების მოგვარებაზე ზრუნვა;
  • საქმიანობის კოორდინირება პრობლემური აქტივების მართვის უმცროს იურისტთან და საჭიროების შემთხვევაში, რეგიონალურ იურისტთან;
  • სესხების დაფარვისათვის მაქსიმალური ძალისხმევის გაღება, პრობლემურ მსესხებელებთან და თავდებებთან ვიზიტებზე სიარული, სატელეფონო ზარების განხორციელება, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • პერიოდულად ვიზიტების განხორციელება კლიენტებთან საცხოვრებლის მიხედვით;
  • ჩატარებული სამუშაოების შედეგების წარდგენა და რეპორტინგი პრობლემური სესხის მენეჯერთან (WOF);
  • ჩამოწერილი პრობლემური სესხების პორტფელის ფილიალის აქტიური სესხების >180 დღიანი ჩამოწერილი სესხების მართვა კლიენტებთან, თავდებებთან, გარანტორებთან პირისპირ გასაუბრებით, სატელეფონო ზარებით, ადგილზე ვიზიტებით, წერილობითი შეტყობინებების ჩაბარებით და სხვა კანონიერი ქმედებებით. პრობლემური სესხის ოფიცერს (WOF) ევალება კლიენტისა და თავდების ყველა ახალი მონაცემის ჩასწორება (თუ იქნება ამის გაკეთების ტექნიკური შესაძლებლობა).
  • გამარტივებული წესით საქმისწარმოებაში ჩართულობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.



ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება)
  • სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად, აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე);
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი;
  • მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.


სივის მიღების ბოლო ვადაა: 1 ოქტომბერი2024 წელი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი​