About the job მომსახურების ხარისხის აუდიტი
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
თანამდებობა: მომსახურების ხარისხის აუდიტი
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 86 ფილიალით არის წარმოდგენილი.
#გახდიკრედოელი
კანდიდატს ვთავაზობთ:
- სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიულ ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.
ზოგადი პასუხისმგებლობები:
- კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
- საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
- ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
- ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
- შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწერება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
- სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა; სპეციფიური პასუხისმგებლობები ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- კრედო ბანკის სხვადასხვა განყოფილების/სერვისცენტრის მომსახურების ხარისხის მონიტორინგი ხარისხის აუდიტის პოლიტიკის შესაბამისად მომხმარებელთა მომსახურებაზე როგორც პირისპირ, ასევე ვიდეო/აუდიო/ჩატების დაკვირვების გზით
- სათავო ოფისის სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობის ხარისხის მონიტორინგი;
- შრომისა უსაფრთხოების საკითხების მონიტორინგი;
- მომსახურების პროცესის და მასთან დაკავშირებული სხვა პროცესების შესაბამისობის შემოწმება სტანდარტებთან, პოლიტიკასთან და კორპორატიულ მოთხოვნებთან;
- სიახლეების დანერგვის მონიტორინგი;
- ბიზნეს პროცესების მონიტორინგი;
- ხარისხის მონიტორინგის ანგარიშის მომზადება და მიწოდება ხარისხის აუდიტის პოლიტიკით განსაზღვრულ პირებთან;
- მომსახურების ხარისხის კომიტეტის დაგეგმვა და მასში მონაწილეობა;
- მომსახურების ხარისხის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი;
- შემოწმებული ობიექტების კვარტალური შედეგების რეპორტინგი ჯგუფის უფროსთან (მომსახურება, შეთავაზებები, ერგონომია);
- თანამშრომელთა შიდა მონიტორინგის შედეგების მიწოდება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის;
- მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, ჯგუფის უფროსისთვის, შემდგომი რეაგირებისათვის თანამშრომელთა სიის მიწოდება;
- მომსახურების ხარისხის აუდიტის ჯგუფის პოლიტიკის და დანართების (კითხვარების) ცვლილება/განახლების უზრუნველყოფა;
- მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით რეკომენდაციების მომზადება მომსახურების და პროცესების გაუმჯობესების მიზნით;
- მომსახურების ტრენინგის მონიტორინგი მომსახურების შედეგის გაუმჯობესების მიზნით; ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ეკონომიკის ან მსგავს სფეროში;
- კრედო ბანკში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- კრედო ბანკის პროდუქტებისა და კორპორატიული კულტურის კარგი ცოდნა;
- აუცილებელია სრულყოფილი წერითი და მეტყველების უნარი ქართულ და რუსულ ენებზე; სრულყოფილი წერითი და მეტყველების უნარი ინგლისურ ენაზე ჩაითვლება უპირატესობად; დეტალებზე ორიენტირებული;
- ძლიერი პიროვნული მოტივაცია და წარმატების სურვილი; საჭიროების შემთხვევაში თავისუფალი გრაფიკით მუშაობის სურვილი და ადგილობრივად მოგზაურობის შესაძლებლობა;
- მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 7 მარტი, 2024 წელი
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.