Job Openings სტაჟირება ბუღალტერიის განყოფილებაში

About the job სტაჟირება ბუღალტერიის განყოფილებაში

დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი

პოზიცია:ბუღალტერის ასისტენტი

დეპარტამენტი: ფინანსური დეპარტამენტი

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 95 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

#გახდიკრედოელი

სამუშაოს აღწერა:

  • EPR სისტემაში მუშაობა;
  • სისტემიდან სხვადასხვა მომსახურების აღრიცხვა/გადარიცხვა;
  • შესყიდვა/მომსახურების ინვოისების შექმნა და ხარჯთაღრიცხვა;
  • კონრაქტორებთან კომუნიკაცია
  • რეკონსილაციები სალარო/ATM/PAYBOX
  • კომპანიის კომუნალური გადარიცხვები და შესაბამისი აღრიცხვა

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბაკალავრის ხარისხი -  ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Power Point).
  • წერითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარები
  • მოტივირებული
  • პასუხისმგებლობის მქონე
  • კომუნიკაბელური
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული

განცხადების მიღების ვადა: 3 თებერვალი, 2025 წელი.

შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.