Job Openings Credo IT Academy - QA Manual Testing Course

About the job Credo IT Academy - QA Manual Testing Course

Credo IT Academy აცხადებს მანუალური ტესტირების შემსწავლელ კურსს

შერჩეული კანდიდატების 3 თვიან სასწავლო კურსს სრულად დააფინანსებს კრედო ბანკი.

აკადემია კანდიდატებს გაუზიარებს მრავალფეროვან ცოდნას მანუალური ტესტირების მიმართულებით. (ტესტირების ცოცხალი ციკლი, ტესტირების გეგმის შედგენა, API -Postman თან მუშაობა, SQL საბაზისო დონის შესწავლა, Agile მეთოდოლოგიის გაცნობა)

კურსის განმავლობაში თეორიულ ცოდნასთან ერთად, მონაწილეებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ რეალურ საბანკო პროექტებში და პრაქტიკაში გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები.

აკადემიის წარმატებული კურსდამთავრებულთათვის არსებობს კრედო ბანკში ჯუნიორ მანუალ ტესტერის პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობა.

აკადემიაში განვიხილავთ კანდიდატებს:

  • ვისაც აქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროგრამირების, კომპიუტერული მეცნიერების და მსგავსი მიმართულებით განათლება და განვითარების დიდი სურვილი;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნის დონე - B1 (კანდიდატს უნდა შეეძლოს ინგლისურ ენაზე მასალების კითხვა/შინაარსის გამოტანა)

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

  • I ეტაპი - ზოგადი ტესტირება - ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებში
  • II ეტაპი - ინდივიდუალური გასაუბრება

დაიტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ აპლიკაცია

CV-ის მიღების დედლაინია: 5 მარტი

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი