About the job ციფრული კლიენტთა მრჩეველი ნინოწმინდაში
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
თანამდებობა: ციფრული კლიენტთა მრჩეველი
სამუშაო ადგილი: ნინოწმინდა
კრედო ბანკი 26 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 85 ფილიალით არის წარმოდგენილი. #გახდიკრედოელი
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა კრედო ბანკის მობაილ და ინტერნეტ ბანკინგთან დაკავშირებით და აღნიშნული პროდუქტის პოპულარიზაცია.
- მომხმარებლის "მაიკრედოზე" რეგისტრირება;
- უნაღდო კონვერტაციებისა და გზავნილების მიღება / შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
- კრედო ბანკი"-ს ონლაინ საგანვადებო პროდუქტების ეფექტური გაყიდვა და რეკლამირება;
- განცხადების რეგისტრირება კრედო ბანკის საგანვადებო პორტალზე;
- კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
- პროცედურით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოება;
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა და კლიენტების მიმართ პოზიტიური განწყობა;
- თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დონეზე ცოდნა;
- კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობისა გრძნობა;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია
განცხადების მიღების ვადა: 18 აგვისტო, 2023 წელი.
#გახდიკრედოელი
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი