Job Openings უფროსი ანალიტიკოსი (გაყიდვებისა და მომხმარებლების მოზიდვის დეპარტამენტი)

About the job უფროსი ანალიტიკოსი (გაყიდვებისა და მომხმარებლების მოზიდვის დეპარტამენტი)

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: უფროს ანალიტიკოსი (გაყიდვებისა და მომხმარებლების მოზიდვის დეპარტამენტი)

სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, თბილისი

კრედო ბანკი 25 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 90 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

#გახდიკრედოელი

ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობას, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

პოზიციის მიზანი:

უფროსი ანალიტიკოსის პოზიციის მიზანია განახორციელოს მონაცემთა როგორც საბაზისო, ასევე კომპლექსური ანალიზი, რომელიც საჭიროა პროდუქტის დიზაინის, რედიზაინისა თუ ფასების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად; პოზიციის მიზანია მომხმარებელთა ქცევის მონაცემების ანალიზი, მომხმარებელთა სეგმენტის იდენტიფიცირებისთვის და რეკომენდაციების შემუშავება მიმდინარე ანალიტიკური პროექტებისათვის.

ძირითადი ფუნქციები:

  • სხვადასხვა სადისტრიბუციო არხების ეფექტურობის ანალიზი და შეფასება, გასაუმჯობესებელი ასპექტების გამოვლენა;
  • პროდუქტის გაყიდვების ანალიტიკა და პროდუქტის გაყიდვების ანგარიშის წარდგენა მენეჯმენტისთვის;
  • მიმდინარე/დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიებისათვის საჭირო საბაზისო ანალიზის შესრულება და მონაცემთა მართვა;
  • მიმდინარე პროექტებში ანალიტიკურ კომპონენტში აქტიური ჩართულობა გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით;
  • მომხმარებელთა ქცევის შესწავლა და ანალიზი, საქმის არსში ჩაწვდომა და ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • მომხმარებელთა სეგმენტების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების მიწოდება შესაბამისი განყოფილებებისათვის სამომავლო მიზნებისა და ამოცანებისათვის;
  • არსებული პროდუქტის გარდაქმნისათვის საჭირო ანალიზის განხორციელება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული, ზედმახედველის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.

  • ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
  • უმაღლესი განათლება - (სასურველია სტატისტიკის, მათემატიკისა და სხვა მსგავს სფეროში)
  • სავალდებულოა Excel - ის ცოდნა მაღალ დონეზე;
  • სავალდებულოა SQL-ის ცოდნა
  • უპირატესობად ჩაითვლება Python-ის ცოდნა.
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორინტირებული;
  • მოტივირებული;
  • ერთდროულად რამოდენიმე პროექტის მართვის უნარი;
  • ბიზნეს საჭიროებების ინტერპრეტირების უნარი მოდელირების/ანალიზის მახასიათებლებში;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • პრიორიტეტების ეფექტურად დასახვის უნარი;
  • დედლაინებში მუშაობის უნარი;
  • საერთო ბიზნეს მიზნების გაზიარებისა და სწორი, გააზრებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 27 სექტემბერი, 2024 წელი

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.