About the job ანაზღაურებადი სტაჟირება საკრედიტო მიმართულებით კაბალში
დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი
პოზიცია:ანაზღაურებადი სტაჟირება საკრედიტო მიმართულებით
სამუშაო ადგილი: კაბალი
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
რას მოიცავს სტაჟირების პროგრამა:
პროცესის ხანგრძლივობა: 8-12 კვირა.
თეორიული ტრენინგი-1 თვე (კრედო უზრუნველყოფს კამპსუში განთავსების და კვების ხარჯებს)
პრაქტიკული სწავლება ფილიალში - მინიმუმ 1 თვე.
პრაქტიკული სწავლება მოიცავს სესხის ოფიცრის ფუნქციების სრულ ციკლს:
- ახალი მომხმარებლების მოზიდვა, პორტფელის ზრდასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- სესხის სრული ციკლის მართვა: კონსულტაციის გაწევა, მომხმარებელთან ადგილზე ვიზიტი, ფინანსური ანალიზი, შეფასება, საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა, გაცემა;
- სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი და ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
- არასაკრედიტო პროდუქტების ჯვარედინი გაყიდვები;
სავალდებულო გამოცდები.
პროგრამა ანაზღაურებადია.
პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა შესაძლებლობა მუშაოაბ განაგრძოს სესხის ოფიცრის პოზიციაზე.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
- ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის
- გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დინამიურ სამუშაო გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი;
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 26 ნოემბერი, 2024 წელი,
#გახდიკრედოელი