Job Openings საზაფხულო სამუშაო - ქოლ-ცენტრის გაყიდვების ოპერატორი

About the job საზაფხულო სამუშაო - ქოლ-ცენტრის გაყიდვების ოპერატორი

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

პოზიცია: საზაფხულო სამუშაო - ქოლ-ცენტრის გაყიდვების ოპერატორი

სამუშაო ადგილი: თბილისი

____________________________________________________________________________

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 88 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

  • სამთვიან საზაფხულო სამუშაოს;
  • თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს (ნახევარგანაკვეთზე და სრულ განაკვეთზე)
  • ხანგრძლივი თანამშრომლობის პერსეპქტივას;

ძირითადი ფუქნციები:

  • მომხმარებლებისათვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება და კონსულტირება ბანკის პროდუქტების, პირობების, სერვისების შესახებ;
  • პოტენციური მომხმარებელთათვის საბანკო პროდუქტების გაცნობა, გაყიდვისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით;
  • მომხმარებლებისათვის პროდუქტ(ებ)ის უნიკალურობის, დადებითი მხარეებისა და სარგებლის თვალსაჩინოდ მიწოდება;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
  • ყოველთვიური გეგმის შესრულება;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

  • დახვეწილი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღალი დონე;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • მიზანზე ორიენტირებულობა;
  • სასურველია გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (სასურველია).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 ივლისი, 2024 .

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.