Job Openings
IT Business Analyst
About the job IT Business Analyst
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
თანამდებობა: IT ბიზნეს ანალიტიკოსი
კრედო ბანკი 25 წელზე მეტი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 10 რეგიონში 81 ფილიალით არის წარმოდგენილი.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
#გახდიკრედოელი
ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:
- სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემო;
- პროფესიული ტრენინგები და მასტერკლასები;
- კორპორატიული ღონისძიებები;
- ჯანმრთელობის დაზღვევა
პოზიციის მიზანი
- დაინტერესებულ მხარეებს შორის ბიზნეს საჭროებების ანალიზი, ტექნიკური გადაწყვეტილების შემუშავება, შეთავაზება და დანერგვა.
- კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
- საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
- ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
- ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
- შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწერება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
- სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
სპეციფიური პასუხისმგებლობები
- ორგანიზაციის პროგრამული მოდულების, სახელმძღვანელოების, ზოგადი არქიტექტურის დოკუმენტაციის არსებობაზე და განახლებაზე ზრუნვა და მონიტორინგი
- ბიზნეს მოთხოვნის დოკუმენტების გაანალიზება, დამატებით საჭირო ინფორმაციის ამოღება და შეთანხმება ჩართულ მხარეებს შორის.
- საბოლოო მისაღები პროდუქტის კონცეპტის შექმნა, მათ შორის დიაგრამების შექმნა (ERD, BPMN, UML-ის გამოყენებით), რისკის და დამოკიდებულებების/გავლენების ანალიზი
- ბიზნეს საჭიროებების ტექნიკური გადაწყვეტის დეტალური დოკუმენტის მომზადება და შეთანხმება
- აქტიური ჩართულობა პროდუქტის/პროექტის ჩაბარების და დანერგვის ფაზაში
- განვითარებისა და დაგეგმილი სამუშაოს მიმდინარე სტატუსების შესახებ ანგარიშების მომზადება
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი, სასურველია, საბანკო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მათემატიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ან მონათესავე სფეროში;
- საბანკო საფინანსო სექტორში მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება, ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე
- SDLC მუშაობის პრინციპების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია Agile მეთოდოლოგიის ცოდნა და გამოცდილება;
- ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
- რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- ბიზნეს პროცესების, მონაცემების მიმოცვლისა და სისტემის არქიტექტურის მოდელირების ძირითადი პრინციპების, ხელსაწყოების ცოდნა და გამოცდილება მაგ: (Visio, Drow.io, Miro, ERD, BPMN, Flowchart);
- სტრატეგიული აზროვნება, პრიორიტეტების განსაზღვრისა და დაბალანსების უნარი;
- ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებისა და განვითარების უნარი;
- მოლაპარაკებების წარმართვისა და კონფლიქტების მართვის სამართლიანი გზებით გადაჭრის უნარი;
- ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი ფორმით.