About the job IT მხარდაჭერის უფროსი ოფიცერი
დამსაქმებელი: სს ,,კრედო ბანკი"
თანამდებობა: IT მხარდაჭერის უფროსი ოფიცერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 87 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორაციულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.
#გახდიკრედოელი
თანამდებობის მიზანი:
ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის უმცროსი ოფიცერი ვალდებულია უზრუნველყოს დახმარება ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითებში სს კრედო ბანკის (შემდგომში კრედო) პერსონალისთვის, კრედოს მიზნების, ამოცანებისა და ოპერატიული პოლიტიკების შესაბამისად. მის როლში გათვალისწინებულია IT-თან დაკავშირებული ძირითადი საკითხების მართვა სათაო ოფისისა და სერვის ცენტრის დონეზე, ოფისის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით.
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
ზოგადი:
- კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
- საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
- ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად; - ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების
თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება,
რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის
შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს). - კრედოს ფილოსოფიისა და მიზნების გაგება და მხარდაჭერა. სს კრედო ბანკის მიზნებისთვის
უწყვეტი მუშაობა;
განახორციელოს ყველა საქმიანობა კრედოს პოლიტიკებისა და პროცედურების შესაბამისად; - უზრუნველყოს ციფრული აღჭურვილობისა და ინფორმაციის მოვლა-შენახვა;
- გაუწიოს მხარდაჭერა კრედოს პერსონალს IT-თან დაკავშირებულ სხვა საკითხებში სამუშაო
პროცესის გაუმჯობესების მიზნით; - უზრუნველყოს მცირე ტრეინინგი, დახმარება და პრობლემის მარტივად გადაჭრის გზის ჩვენება
ნაკლებად გამოცდილი ან/და ახალი თანამშრომლებისათვის. - გასცეს პრევენციული ხასიათის რეკომენდაციები კომპლექსური ინციდენტების ირგვლივ.
- ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ პოლიტიკებთან დაკავშირებით სწავლებებზე დასწრება
და მათი დასრულება და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ პოლიტიკების მიღების შესახებ
განაცხადის ხელმოწერა იმის დასადასტურებლად, რომ იგი საქმის ყურშია იმის შესახებ, რომ ამ
განცხადების რომელიმე ნაწილის შეუსრულებლობის შემთხვევა ჩაითვლება ვალდებულებების
დარღვევად, რასაც მოჰყვება დისციპლინარული ღონისძიება. - ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა;
- რთულ და კომპლექსურ ტექნიკურ დავალებებში ჩართულობა, ანალიზი და კლასიფიკაცია.
- განსაზღვროს დავალების პრიორიტეტულობა მომხმარებლის იდენტიფიკაციისა და სხვა
კრიტერიუმების გათვალისწინებით.
სპეციფიკური:
- ხელი შეუწყოს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და შეიმუშაოს მცირე სახელმძღვანელო
ინსტრუქციები. - ITIL მეთოდოლოგიის პრინციპების ცოდნა და დაცვა.
- სერვისცენტრების რეორგანიზებისა და სარემონტო სამუშაოებში ჩართულობა მისი როლის
შესაბამისად. - ტექნიკური მხარდაჭერის სისტემაში (ServiceDesk) დავალებების ლოგირება და მართვა SLA
განაწესთან შესაბამისობაში. - ანალიზის, პრიორიტეტულობის და სამოქმედო გეგმის განსაზღვრის შემდეგ IT ოპერაციების და
პროცესების გაძღოლა/მონიტორინგი
სერვის პროვაიდერებთან სხვადასხვა სახის გაუმართაობის, ასევე გლობალურ შეფერხებასთან
დაკავშირებით კომუნიკაცია ხარვეზის აღმოფხვრის ვადებისა და ტექნიკური დეტალების
მოწოდების მიზნით. - კრედოს ინფორმაციული სისტემების, მათ შორის ტელეფონიის, ინტერნეტ კავშირების (უსადენო
და სადენიანი), გარე და შიდა ტაბლოების, ფეი აპარატების, კამერების/კამერების ჩამწერი
მოწყობილობის, სერვერების და ა.შ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი SLA-ს
შესაბამისად. - გარე არხების მიერ ორგანიზებული ივენთების, აგრო და ტექნიკის აქციების ლოკალური ან
დისტანციური მხარდაჭერის უზრუნველყოფა. - დაქვემდებარებულ სერვისცენტრებში გეგმიური ვიზიტების განხორციელება: სერვისცენტრების
ვიზუალური, ქსელური და აპარატურული მხარის გამართულულობის უზრუნველყოფის მიზნით. - ასევე ვიზიტის ჯამური რეპორტის წარმოება და გაცნობა შესაბამის რგოლებთან.
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
- საჭიროა შემდეგი ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები ოფიციალური სკოლის, თვით-განათლების,
წინა გამოცდილების ან სტაჟირების კომბინაციის საფუძველზე.
უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით ან შესაბამისი ცოდნის
დამადასტურებელი სერტიფიკატი. - სასურველია კრედოში 2 წლიანი გამოცდილება IT მხარდაჭერის სფეროში;
- ანალიტიკური აზროვნება
Microsoft Windows® OS მუშაობისა და ადმინისტრირების გამოცდილება პროფესიონალურ
დონეზე. - პერსონალური კომპიუტერის პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის
განსაკუთრებული ცოდნა და უნარები; - ქსელის საბაზისო პროტოკოლებისა და ტექნოლოგიების (TCP/IP, WLAN), აპარატურული მხარის,
ჩამწერი, ბეჭდვითი და სხვადასახვა ქსელური მოწყობილობის მხარდაჭერის კარგი ცოდნა და
მუშაობის გამოცდილება; - ოპერაციული სისტემების იმიჯებთან (კლონირება / აღდგენა) და სხვადასხვა Live CD
უტილიტებთან მუშაობის შესაძლებლობა.
Microsoft Office და სხვა საოფისე პროგრამებთან მუშაობის კარგი ცოდნა; - ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
- უნდა იყოს თვით-მოტივირებული, ინოვაციური და შეეძლოს სტრესულ სიტუაციებში მუშაობა;
უნდა იყოს ორგანიზებული, მოწესრიგებული და შეეძლოს მრავალი დავალების მენეჯმენტი
შემჭიდროვებულ ვადებში; - ხარვეზებსა და პოტენციურ რისკებზე სწრაფი რეაგირების უნარი. საჭიროების შემთხვევაში
- აუცილებელია და შეეძლოს ადგილობრივად გადაადგილება.
B კატეგორიის მართვის მოწმობა - სასურველია ავტომობილის ყოლა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 29 დეკემბერი, 2024 წელი
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი